კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგო 16 წლის ბიჭს ცოლად გაჰყვა. მოზარდები რამდენიმე დღეა გაუჩინარდნენ და ჯერჯერობით მათ კვალს ვერავინ მიაგნეს.
გოგოს მამის მტკიცებით, ბიჭმა მისი ქალიშვილი მოტყუებით გაიყვანა სახლიდან და მოიტაცა. მამა ამბობს, რომ ქალიშვილის ხელი ბიჭის ოჯახმა მანამდეც ითხოვა, თუმცა უარი მიიღო.
ბიჭის ოჯახი ამტკიცებს, რომ გოგონა შეყვარებულს თავად გაჰყვა და ამის დასამტკიცებლად არსებობს ხმოვანი შეტყობინება და წერილი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.