რამდენიმე დღეა განხილვის საგანია საახალწლო კონცერტი და იქ მონაწილეთა სია. დღეს “რადიო თავისუფლებამ” იმ მომღერლების შესახებ დაწერა, რომლებიც ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე იმღერებენ.
- ნატო მეტონიძე; სტეფანე და სტეფანია (მღებრიშვილები); ეკა მამალაძე; ნუკრი კაპანაძე; ეკა კახიანი; ლიზა ბაგრატიონი; ნატა ქუთათელაძე; დათო ალადაშვილი; ნიკა კოჩაროვი; ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი; მაია ჯაბუა; გიორგი მახარაშვილი; სოფო გელოვანი; მარიამ ებრალიძე; ანრი ჯოხაძე; ანა დოიაშვილი; საბა მიქელაძე; ნინა სუბლატი; ლიკა სირაძე; სანდრო მოსეშვილი; საბა ჩაჩუა; თინათინ დათიკაშვილი; მარიამ როინიშვილი; კონსტანტინე ყიფიანი; ნიკოლოზ ქაჯაია.
თბილისის მერიამ 25 დეკემბერს ტენდერის გარეშე გააფორმა კონტრაქტი კომპანიასთან, რომელმაც დედაქალაქში ახალი წლის ღამეს გალაკონცერტი უნდა გამართოს. 718 874 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაიდო შპს Smart Event-თან.
ამ თემაზე გუშინ პოსტი გამოაქვეყნა ნინო ქათამაძემ და დაწერა, რომ ის არც ერთ ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. (წაიკითხეთ:”გადაწყვიტეს, რომ ვყოფილიყავი “ჩუმად”, ანუ სიმღერის, კონცერტების გარეშე, იბრძოლეს ყველგან და ყველასთან სადაც შეეძლოთ” – რას წერს ნინო ქათამაძე). მისი თქმით, კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი “ჩუმად” უნდა იყოს”.
ანალოგიურ კომენტარს აკეთებს “მთავარ არხთან” მომღერალი სოფო ნიჟარაძე და ამბობს, რომ ბოლო წლებია არც ერთ ღონისძიებაში, რომელსაც მთავრობა გეგმავს, მონაწილეობას არ ღებულობს, რადგან არ ხდება მისი მიწვევა:
სოფო ნიჟარაძე: “არც ერთ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობ, მარტივი მიზეზის გამო. არ მაქვს მოწვევა და არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ. ამ ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა არ არის კონკრეტულად ვინმეს ჯიბისგან ამოღებული ფული, ეს არის ქვეყნის ფული. ქვეყანას მრავალფეროვანი მსმენელი ჰყავს და ვთვლი, რომ საახალწლო ღონისძიება, რომელზეც მოდის უამრავი მაყურებელი, მოდიან არტისტების სანახავად. ეს არის ხალხთან მოსიყვარულების დიდი შანსი. შემოთავაზების შემთხვევაში დავთანხმდებოდი.
კახა მამულაშვილი, პროდიუსერი: “ნებისმიერ ქვეყანაში როცა სახელმწიფო კონცერტს აკეთებს, ყველა აქტიურ მომღერალს უნდა დაურეკოს. ვინც რეიტინგულია, ვინც ხალხს უყვარს. მე არასოდეს ველოდები, რომ ვიღაც დამირეკავს და დამპატიჟებს. მე მაქვს ძალიან ბევრი კონცერტი ისედაც, ლელა (წურწუმია)არის ხალხზე დამოკიდებული მომღერალი, სადაც ხალხია იქ ვართ ჩვენც. ჩვენი დამკვეთია ხალხი.”