ბრიტანული გამოცემა The Guardian 2023 წლის ტოპ 100 ფეხბურთელს აქვეყნებს. სიაში პირველ ადგილს ერლინგ ჰალანდი იკავებს. რაც შეეხება “ნაპოლის” ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას, ის მე-12 ადგილზეა.
“გარდიანის“ მიხედვით წლის ტოპ 20 ფეხბურთელი ასე გამოიყურება:
1. ერლინგ ჰალანდი
2. ჯუდ ბელინგემი
3. კილიან მბაპე
4. ჰარი კეინი
5. როდრი
6. ვინისიუს ჯუნიორი
7. მოჰამედ სალაჰი
8. კევინ დე ბრუინი
9. ვიქტორ ოსიმენი
10. ლიონელ მესი
11. ბერნარდო სილვა
12. ხვიჩა კვარაცხელია
13. ლაუტარო მარტინესი
14. ბუკაიო საკა
15. ანტუან გრიზმანი
16. ილქაი გუნდოგანი
17. რობერტ ლევანდოვსკი
18. მარტინ ოდეგორი
19. ხულიან ალვარესი
20. ჯამალ მუსიალა.
რაც შეეხება პორტუგალიელ ლეგენდას, კრიშტიანუ რონალდუს, ის ასეულში 27-ე ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ გამოცემა გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს იმის შესახებ, თუ როგორ უყვართ ნეაპოლელებს ხვიჩა კვარაცხელია.
“დიეგო მარადონას შემდეგ არც ერთ ფეხბურთელს არ დაუმსახურებია ნეაპოლელების ისეთი სიყვარული, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიამ. გაისეირნეთ ნეაპოლის ქუჩებში, აქ ნახავთ კვარაცხელიას მიმართ მიძღვნილ ქუჩის მხატვრობას და კვარაცხელიასადმი მიძღვნილი ნახატები იმაზე გაცილებით მეტია რაოდენობრივად, ვიდრე ნაპოლის სხვა რომელიმე ფეხბურთელის“, – წერს “გარდიანი” “კვარას“ შესახებ.