ლოგიკა რთულ სიტუაციებში სწორი არჩევანის გაკეთებაში გვეხმარება. მისი დახმარებით კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ რამდენიმე ფაქტის ცოდნით ვახერხებთ. როგორ გავავარჯიშოთ ლოგიკა? ყველაფერი, რაც გჭირდებათ – ყოველდღიურად მარტივი ამოცანების შესრულება, რომელიც ტვინის „განძრევას“ გაიძულებთ, არამედ საინტერესო ფაქტებზე ინფორმაციას უფრო ავითარებს.
ამოცანაამ ორ იაპონელ ქალს დააკვირდით და სცადეთ მიხვდეთ, რომელი მათგანს აქვს გავლენიანი სტატუსი? რომელი მათგანია მდიდარი?
მზად ხართ პასუხის გასაცემად?
კარგად დაფიქრდით?
დარწმუნებული ხართ?
ნახეთ სწორი პასუხი
მდიდარი სურათზე მარცხნივ მყოფი ქალია, რომელიც თეთრ გაპრიალებულ ბრინჯს ჭამს. რაში მდგომარეობს ხრიკი? ასეთი ფუფუნება მხოლოდ მაღალი ფენის არისტოკრატებს ჰქონდათ, რადგან ბრინჯის გაპრიალება მარტივი საქმე არ არის, ამიტომ ის ძალიან ძვირი ღირდა. ღარიბი ხალხი ყავისფერ, დაუმუშავებელ ბრინჯს ჭამდა.
სხვათა შორის, სწორედ ეს დაეხმარა ღარიბებს თავიდან აეცილებინათ დაავადება, რომლითაც არისტოკრატები იტანჯებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, სწორედ გაპრიალების დროს ბრინჯი ყველა სასარგებლო ვიტამინს კარგავდა და დაავადების მიზეზი გახდა. ღარიბებს ამის პრობლემა არ ჰქონდათ, რადგან ბრინჯს მაქსიმალურად ყველა სასარგებლო თვისებით მიირთმევდნენ!