თქვენს წინაშეა, ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივი ფოტო, რომელსაც თითქოს არაფერი აქვს ისეთი, ყურადღების გამახვილებად რომ ღირდეს. დივანზე გოგონები სხედან და ხელებში შამპანურით თუ ღვინით სავსე ჭიქები უჭირავთ… მაგრამ კარგად დააკვირდით: დივანზე ზის ექვსი გოგონა, თუმცა ფეხი მხოლოდ 5 წყვილია. სად დაიკარგა დარჩენილი ერთი წყვილი ფეხი? ჯერ თავად შეეცადეთ ამოიცნოთ:
რა არის ეს? რა თქმა უნდა გგონა არც ხეიბარია და არც ფოტოშოპს აქვს ადგილი. ფოტოზე ყველაფერი თავის ადგილზეა, უბრალოდ სრულიად მოულოდნელად წარმოიშვა ჩვეულებრივი ოპტიკური ილუზია (ლათ. “შეცდომა”)- ვიზუალური წარმოდგენა საგანსა ან მოვლენაზე, რაც რეალობას არ შეესაბამება, ანუ ოპტიკური შეცდომა. ოპტიკური ილუზიების ახსნით დიდი ხანია ინტერესდება მეცნიერება. ზოგიერთ მათგანს უკვე აქვს მეცნიერული დასაბუთება, ზოგი კი დღემდე აუხსნელია.მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ ილუზია ბუნებრივად არის წარმოშობილი, წინასწარი განზრახვის გარეშე.
თუ კარგად დავაკვირდებით, ჩანს, რომ ორ გოგონას ერთნაირი ფერის შარვლები აცვიათ, ამიტომ ფოტოზე მათი ორი ფეხი ერთად აღიქმება. ყველაფერი ძალიან მარტივია, უბრალოდ ზოგჯერ თვალი გვატყუებს, ან, უფრო სწორად, თვალს ატყუებს რალობა…