ევრ ადამიანს ძალიან უყვარს ქათმის დაბრაწული, ხრატუნა კანი. ბევრი კი პირიქით, უარს ამბობს მის მირთმევაზე იმის გამო, რომ ამ პროდუქტს ზედმეტად კალორიულად და ქოლესტერინის საშიშ წყაროდ მიიჩნევს. ამ პროდუქტის რეპუტაცია მართლაც რომ საეჭვოა, ქათმის კანი ხომ ცილის ძალიან თხელი ფენისა და დიდი რაოდენობით ცხიმისგან შედგება.
დიეტოლოგები მართლაც არ ურჩევენ ამ პროდუქტის მიღებას მომატებული ქოლესტერინის მქონე ადამიანებს. ქათმის კანი არც დიეტური კვებისთვის გამოდგება. ყველა სხვა შემთხვევაში ეს პროდუქტი დასაშვებია და სასარგებლოც კი არის.
1. სასარგებლოა იმუნიტეტისთვის
ბევრმა არ იცის, რომ ქათმის კანი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს: А, Е, და ასევე В ჯგუფის (В2, В6 და В12). ამას გარდა, კანის შემადგენლობაში შედის ისეთი მინერალები, როგორიცაა კალიუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი და, რათა თქმა უნდა ცილები.
2. აუმჯობესებს გულის მუშაობას
ქათმის კანში არსებული ცხიმების დიდი ნაწილი უჯერი ცხიმებია, რაც სასარგებლოა გულის მუშაობისთვის. ჰარვარდის ჯანდაცვის უმაღლესი სკოლის მონაცემებით, 30 გრამი ქათმის კანი შეიცავს მხოლოდ 3 გრამ ნაჯერ ცხიმს და 8 გრამ უჯერს.
3. შეიცავს ცილას
აღსანიშნავია, რომ ქათმის კანის გადაგდებით, თავიდან იცილებთ სასარგებლო ცილებსაც. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ ცხოველური წარმოშობის ცხიმებისგან ნაწლავები შეიწოვს 90% ამინომჟავებს, ხოლო მცენარეულიდან – მხოლოდ 60%-ს.