დააკვირდით არის თუ არა კვერცხში ასეთი თეთრი ხაზი – ეს ყველამ უნდა იცოდეს

კვერცხი მსოფლიოს თითქმის ყველა სამზარეულოში ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია და შეუცვლელია დიეტის დროსაც. მაგრამ ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ ყველაფერი არ იცის მის შესახებ. მაგალითად, ბევრისთვის უცნობია რას ნიშნავს უმ კვერცხში შესამჩნევი თეთრი, თოკისებური მასა. შევეცადოთ ავსხნათ:


ამ თეთრ “თოკს”, რომელიც კვერცხის ცილაში გვხვდება, ეწოდება “ხალაზა” სანტერესოა, რა ფუნქცია აქვს მას და რისი გაგება შეგვიძლია უმ კვერცხში მისი არსებობით? 

ზოგს ჰგონია, რომ ეს არის, არც მეტი არც ნაკლები, წიწილას ჭიპი. მაგრამ სინამდვილეში ხალაზას ფუნქცია სხვაა.

როცა კვერცხი იხარშება, ხალაზა შეუმჩნეველია. თუმცა ეს ნაწილი ზოგჯერ არც უმ კვერცხში ჩანს ხოლმე. 

სინამდვილეში ხალაზა არის იმისათვის, რომ ყვითრი დაიჭიროს კვერცხის შუაში. ეს არის სიმეტრიული თოკების მსგავსი, რომლებიც ნაჭუჭზე ორივე მხრიდან არის მიმაგრებული. კვერცხის შერყევისასაც კი, ხალაზას წყალობით, ყვითრი მთელი რჩება.

მნიშვნელოვანი კი აი, რა არის: თუ უმი კვერცხის გატეხვისას ცილაში ან ყვითრში თეთრი “თოკი” ხილულია – ასეთი კვერცხი ახალია და საკვებად გამოყენებაც უსაფრთხოა. ხოლო თუ ხალაზა კვერცხში არ არის – ესე იგი კვერცხი ძველია.

დროთა განმავლობაში ხალაზა პატარავდება და ქრება. ამიტომ, “თოკების” გარეშე დარჩნეილი კვერცხი დაძველებულია და უმჯობესია მოერიდოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *