„ეს არის იმედი, იმედი იმისა, რომ მათი შვილები ანგელოზებად იქცნენ და არ ტოვებენ მათ…“ – რა კადრები ვრცელდება სოფელ საბერიოდან

ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ხანძრისას, ტრაგიკულად დაღუპული 5 ბავშვი საბერიოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაკრძალვის დღეს სოცქსელში ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მტრედები მათ სახლს  და ოჯახის წევრებს არ შორდებიან.

ახლა გავრცელდა ვიდეო, სადაც ერთ-ერთი ახლობელი წერს, რომ დედა გაოცებულია მტრედების საქციელით.

„დედა გაოცებულია მტრედების საქციელით, მათ თბილად ეუბნება: თქვან გოლვაფირო მა – ანუ თქვენ შემოგევლეთო. ეს არის იმედი, იმედი იმისა, რომ მათი შვილები ანგელოზებად იქცნენ და არ ტოვებენ მათ დიდებ ა უფალს ნათელში იყვნენ ჩვენი ცის ანგელიზები“.

Watch on TikTok

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *