გუშინდელი გახმაურებული ვიდეოს შემდეგ,ლაშა ბექაური კრიტიკოსებს პასუხობს და ვიდეოს აქვეყნებს.

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა 24 დეკემბერს, საკუთარ სოციალურ ქსელებში განათავსა ვიდეო, რომელმაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

კადრში ჩანს, ლომის ბოკვერი, რომელსაც ძიუდოისტი Porsche-ს მარკის ავტომობილით ასეირნებს. ლომის ბოკვერის გამოჩენასთან ერთად, განხილვის საგანი გახდა ლაშა ბექაურის „როლექსის“ საათი, რომელიც მას მარჯვენა ხელზე ეკეთა.

მოქალაქეები წერდნენ, რომ ძიუდოისტმა ძვირადღირებული საათი სპეციალურად, ვიდეოში გამოსაჩენად გაიკეთა.

კრიტიკოსებს ლაშა ბექაურმა მორიგი ვიდეოთი უპასუხა და დაწერა: „საათს მარჯვენაზე ვიკეთებ, ისე, რომ იცოდეთ“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *