საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ორბელიანების სასახლეს დატოვებს.
“მე აქედან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები… ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა” – თქვა პრეზიდენტმა.
ორბელიანების სასახლესთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს სასახლესთან მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.