როგორია ლარის მდგომარეობა?რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 25 დეკემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8130 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9241 ლარია.

ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8120 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.8070 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა 2.9300 ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 2.9200 ლარად არის შესაძლებელი.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8150 ლარის ფარგლებში, ხოლო გაყიდვას 2.8080 ლარის ფარგლებში შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 2.9280 ლარად; ხოლო გაყიდვა – 2.9130 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.8100 ლარად, გაყიდვა კი – 2.8080 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვა 2.9340 ლარად, გაყიდვა კი – 2.9180 ლარად არის შესაძლებელი.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *