ახლახანს ყველასთვის საყვარელი მსახიობი გარდაიცვალა

78 წლის ასაკში პედრო ალმოდოვარის ფილმების ერთ-ერთი ვარსკვლავი, ესპანელი მსახიობი მარისა პარედესი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ესპანეთის კინოაკადემია ავრცელებს, რომლის პრეზიდენტი პარედესი 2000-2003 წლებში იყო.

60-წლიანი კარიერის განმავლობაში მსახიობმა 100-ზე მეტ ფილმში ითამაშა. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა პედრო ალმოდოვართან, შესრულებული აქვს როლები მის ფილმებში: Dark Habits, High Heels, The Flower of My Secret, All About My Mother, Talk to Her, The Skin I Live In.

2018 წელს პარედესს ესპანეთის კინოაკადემიის საპატიო ჯილდო, გოია გადაეცა.

2024 წელს მარისა პარედესი ქუთაისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *