ანზორ მელია განცხადებას ავრცელებს

კარ­დი­ო­ლოგ­მა ან­ზორ მე­ლი­ამ თა­ვის “ფე­ის­ბუქპოს­ტით” მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა და დაგ­მო ძა­ლა­დო­ბა, ის, რაც ბოლო სამი კვი­რაა, ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში გრძელ­დე­ბა.

ცნო­ბი­ლი ექი­მი, რო­მე­ლიც წე­ლე­ბია, ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქი­კურ და ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუ­ნავს, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლია. ან­ზორ მე­ლი­ას­თან სა­უ­ბარ­შიც ირ­კვე­ვა, რომ ამ დღე­ებ­ში მას ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მი­ა­კი­თხა.

– მე ვარ პრაქ­ტი­კო­სი ექი­მი. ახლა მხო­ლოდ და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა კი არ მი­წევს, არა­მედ შო­კი­რე­ბუ­ლი ავად­მყო­ფე­ბის დამ­შვი­დე­ბაც. მი­წევს მათი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­მაგ­რე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო სამი კვი­რაა, ძა­ლი­ან დიდი დატ­ვირ­თვით ვმუ­შა­ობთ. მო­დი­ან ახა­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბიც და ძვე­ლე­ბიც, რომ­ლებ­საც გა­და­ტა­ნი­ლი აქვთ ინ­ფარ­ქტი, აქვთ მო­ციმ­ცი­მე არით­მია, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა და ამ სტრე­სის ფონ­ზე გარ­კვე­უ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი ემა­ტე­ბათ.

მო­დი­ან ახალ­გაზ­რდე­ბიც ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლე­ბი, გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლე­ბი და ისე­თი, რომ თვა­ლებ­ში სხი­ვი არ აქვთ – სას­წა­უ­ლია, ასე­თი ჯერ არ მი­ნა­ხავს. მათ მდგო­მა­რე­ო­ბას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, ვკვდე­ბი, რად­გან ძნე­ლია ამის ყუ­რე­ბა. არი­ან გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი მო­ხუ­ცე­ბიც… ამ ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­ფარ­ქტე­ბი­თაც შე­მო­ვიდ­ნენ. ასე უკონ­ტრო­ლოდ გა­ზის გაშ­ვე­ბა, წყლის ჭავლში რა­ღაც გა­უ­გე­ბა­რი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­რე­ვა და ამის და­მიზ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის დღეს და ხვალ არა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წელ­ში ცუდ შე­დეგს მოგ­ვი­ტანს. ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ბობს, რომ თუ ასე გაგ­რძელ­და მდგო­მა­რე­ო­ბა, ქვეყ­ნი­დან უნდა წა­ვი­დეს. ვა­წყნა­რებ, ვამ­შვი­დებ და ვე­უბ­ნე­ბი, ვის უტო­ვე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს-მეთ­ქი?!.

გაგრძელება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *