მარ­ნე­ულ­ში,ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი დაჭ­რეს, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ვრცელდება სათვალთვალო კამერით გადაღებული მკვლელობის ვიდეო

მარ­ნე­ულ­ში, სა­მედ ვურ­ღუ­ნის ქუ­ჩა­ზე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი დაჭ­რეს, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ ფაქტს თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყავს. საქ­მე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ჩა­ერ­თნენ.

“ამბების” ინფორმაციით, გარ­დაც­ვლი­ლი და დაჭ­რი­ლი ეროვ­ნე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი არი­ან. 40 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცია და­კა­ვე­ბუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და­ი­წყო, რაც მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რა­სიმ გუ­ბა­ნო­ვია.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვას თქმით, დაჭ­რი­ლის­თვის დახ­მა­რე­ბა ხალ­ხს დრო­უ­ლად რომ გა­ე­წია, ის შე­იძ­ლე­ბა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. სა­ვა­რა­უ­დოდ დაჭ­რი­ლი სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა.

“სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის კად­რე­ბი ვნა­ხე… კარ­გად ჩანს, რო­გორ ეს­ხმის მო­ძა­ლა­დე მას თავს და შემ­დეგ რო­გო­რი წევს დაჭ­რილ მა­მა­კა­ცი ძირს, ჯერ ცო­ცხა­ლია და შვე­ლას ითხოვს, გარ­შე­მო მყო­ფი ხალ­ხი უბ­რა­ლოდ უყუ­რებს შო­რი­დან და რამ­დე­ნი­მემ გა­ი­ა­რა იქვე.

კად­რებ­ში ჩანს, რომ არა­ვინ მი­დის მის საშ­ვე­ლად, მისი გა­დარ­ჩე­ნა სრუ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ტომ გახ­დნენ ასე­თი უსინ­დი­სო­ე­ბი არ ვიცი. რო­გორც შე­ვი­ტყვე, გარ­დაც­ვლილს რა­სი­მი ქვია, ად­გი­ლობ­რი­ვია, დამ­ნა­შა­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია, სხვა დე­ტა­ლი ჩემ­თვის უც­ნო­ბია”, – თქვა სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვამ.

ნა­ხეთ კად­რე­ბი, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *