ღვაწლმოსილი ექიმი-რადიოლოგი გელა გელაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
კახეთი-იონი” ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი კლინიკის ღვაწლმოსილი ექიმი-რადიოლოგი გელა გელაშვილი.
ბატონი გელა გახლდათ თავისი საქმის პროფესიონალი და მუდამ იდგა ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე.
ჩვენმა კლინიკამ ბატონი გელას სახით უბადლო პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანი დაკარგა.
“კახეთი-იონი” სამძიმარს უცხადებს ბატონი გელას ოჯახს და იზიარებს მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას”