ქართველი ემიგრანტი მაყალზე ხორცს წვავდა და… დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა – სად დატრიალდა ტრაგედია?

ნეაპოლში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ემიგრანტების ჯგუფში გავრცელდა. 

შუახნის ქალმა დამწვრობა სამსახურებრივი მოვალეობის დროს მიიღო, თუმცა, კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

როგორც ემიგრანტები წერენ, ის მაყალზე ხორცს წვავდა, ცეცხლის გასაღვივებლად კი სპირტი გამოიყენა. შემთხვევაც ამ დროს მოხდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *