საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იკლებს, მაღალმთიან რეგიონებში თოვს, ზღვისპირა ქალაქებში კი 7 ბალიანი შტორმია.
გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„პრაიმტაიმს“ სააგენტოში განუცხადეს, რომ შტორმი ხვალ, 28 ნოემბერსაც მოსალოდნელია.
„დღეს ცუდი ამინდი და ნალექი საღამოს 8 საათამდე შენარჩუნდება, მერე იქნება ქარი. ხვალ უმეტესად ქარიანი ამინდია. იქნება ცივი, მზიანი, უნალექო ამინდი. ზღვისპირა ქალაქებში ღელვა იქნება და შტორმი იკლებს, 3-5 ბალიანი შეიძლება იყოს. ხვალ დასავლეთშიც გაჩერდება წვიმა.
29-დან გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. 15 გრადუსამდე ავა ტემპერატურა“,- გვითხრეს სააგენტოში.