რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული გრაფიკით ხორციელდება.საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების ცნობით, გზის ამ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ185 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.დეპარტამენტის თქმით, კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. უწყების თქმით, მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზეც.
Related Posts
უახლესი ამინდის პროგნოზი ,როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში.
- tony
- თებერვალი 29, 2024
- 0
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საქართველოში, უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ პოსტს აქვეყნებს. ბოლო დღეებია […]
ნუთუ, ზაფხული ახლა იწყება – რა ინფორმაცია ვრცელდება მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით
- tony
- სექტემბერი 2, 2024
- 0
2 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის […]
სტიქიას საქართველოში მსხვერპლი მოჰყვა – მძიმე ვითარება იმერეთსა და შიდა ქართლში
- tony
- ივნისი 11, 2024
- 0
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში სტიქიის შედეგად ქალი დაიღუპა. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. უმძიმესია ვითარება […]