მომღერალ, ალექსანდრე ზაზარაშვილს ძმა გარდაეცვალა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“ძმა დავკარგე. სამუდამოდ ჩემს გულში დარჩები ნიკა, უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდი, სულ თვალწინ მიტრიალებს მთელი ჩვენი ბავშვობა, არ მჯერავს რომ აღარ ხარ და ალბად ვერც დავიჯერებ”.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ბიჭს, ავტობანზე მანქანამ დაარტყა.
“დავმუნჯდი, რამხელა ტრაგედიაა” – წერენ კომენტარებში.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორი-რუისის მონაკვეთზე ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა.