ვარცხნილობა “აპარსული ზოლის” საშინელი ისტორია

თანამედროვე სამყარო გვიყენებს თავის პირობებს. დღეს განსაკუთრებით ექცევა მეტი ყურადღება გარეგნობაზე ზრუნვას, ვიდრე სხვა რომელიმე დროს. ზოგიერთი კვლევა კი ყოვლად წარმოუდგენელ და შოკისმომგვრელ შედეგებს იძლევა, რადგან თავის მოვლის სფეროში ჩატარებული კვლევების მიხედვით, სადაც მოიაზრებოდნენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები, აღმოჩნდა რომ მამაკაცები ქალებზე მეტ დროს ატარებენ სარკის წინ.
იყო მოდური და იცოდე თუ საიდან იღებს ტრენდი სათავეს, ერთი და იგივე არ არის. ყველას გვინდა გამოვიყურებოდეთ მოხდენილად და ჩვენი არჩევანის მიხედვით ამა თუ იმ ვარცხნილობით ვახდენთ ჩვენს იმიჯთან თავსებადობას ისე, რომ არც ვფიქრდებით შეგვაწუხებს თუ არა მისი ისტორია.
დღევანდელ სტატიაში უნდა მოგითხროთ ვარცხნილობა “აპარსული ზოლის” ისტორია, რომელიც ფეხბურთის ვარსკვლავს, “რეალი მადრიდის” სუპერკლუბის ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს აქვს. თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ რონალდუ არამარტო ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, არამედ ის სტილის ხატადაც აღიარეს.

image

ვარცხნილობა ყველაზე პოპულარულია მამაკაცების სტილში და არამარტო ცნობილი სახეები, არამედ მათი გულშემატკივრები და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც ანიჭებენ ყველაზე დიდ უპირატესობას. მათგან კი ვერცერთი ვერ წარმოიდგენს რა ისტორიის მატარებელია, თუ საიდან იღებს სათავეს სწორედ ეს ვარცხნილობა.

image
image

საქმე იმაშია, რომ ვარცხნილობამ “აპარსული ზოლი” პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის დროს მოიპოვა და უკავშირდება ჰოლოკოსტისა და ადოლფ ჰიტლერის იდეას. გერმანიის დიქტატორის არმიის ჯარისკაცებს შორის ეს ვარცხნილობა მთავარი პოპულარობა იყო, რაც ასევე გამოხატავდა ერთგულებას თავიანთი ფიურერის მიმართ.

image
image

ჯარისკაცები თმის ზოლზე აპარსვით ეთანხმებოდნენ ხელისუფლების პოლიტიკას. ეს იყო ნაციზმისადმი ლოიალობა იმ დროს, როდესაც ჰიტლერის რეჟიმი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებების ჩადენას ახორციელებდა.

image

ასევე დადიოდა ლეგენდა, რომ ადოლფ ჰიტლერმა ეშმაკთან დადო გარიგება. თუ სრულ მხარდაჭერას მიიღებდა მისგან, სანაცვლოდ მისცემდა არა მარტო თავის სულს, არამედ თავისი მებრძოლი ჯარისკაცების სულსაც, რომელთაც აიძულებდა თმა ზოლად გაეპარსათ. ეს ზოლი კი სატანის ნიშანს წარმოადგენდა.

image

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *