თქვენი ნერგები ძლიერი, ჯანსაღი და სხვადასხვა დაავადებების მიმართ რეზისტენტული რომ იყოს, გამოიყენეთ ბიუჯეტური სააფთიაქო საშუალებები

ყველა მებაღემ იცის, რომ ჩითილების ხარისხი განსაზღვრავს, თუ როგორ მოსავალს მიიღებს სეზონზე. იმისათვის, რომ ნერგები იყოს ძლიერი და მოქნილი, არ არის აუცილებელი ძვირადღირებული სასუქების გამოყენება. გთავაზობთ მარტივი  და ეფექტური საშუალებების ფართო არჩევანს. დაგჭირდებათ მხოლოდ ბიუჯეტური ქიმიური პრეპარატები.

ფურაცილინი

მხოლოდ ერთი აბი ფურაცილინის გამოყენებით შეგიძლიათ მოამზადოთ სასარგებლო პროფილაქტიკური საშუალება, რომელიც აძლიერებს ნერგებს, ზრდის იმუნიტეტს და ხდის მათ მდგრადს სოკოვანი დაავადებების მიმართ.

1 აბი ფურაცილინი წმინდად დაფშვენით და გახსენით 1 ლ წყალში. ჩითილების დასამუშავებლად ფურაცილინი გამოიყენეთ თვეში ერთხელ.

ასპარკამის სასუქი

ასპარკამით ან პანანგინით მომზადებული სასუქი ნერგებს უზრუნველყოფს აუცილებელი კალიუმითა და მაგნიუმით.

1 ლიტრ წყალში გახსენით 1 აბი ასპარკამი.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კალიუმი აძლიერებს  ჩითილს, მაგნიუმი კი სასარგებლოა ფოთლებისთვის.

ასპარკამი შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 კვირაში ერთხელ.

გლიცინის სასუქი

ამინომჟავა გლიცინი გავლენას ახდენს მცენარის ზრდის დროს მიმდინარე ყველა სასიცოცხლო პროცესზე. გლიცინი ეხმარება  ფესვთა სისტემას, უკეთ შეიწოვოს საკვები ნივთიერებები. ამინომჟავა დადებითად მოქმედებს მცენარეზე და ხელს უწყობს, მოერგოს სხვადასხვა პირობებს.

სასუქის მოსამზადებლად 1 ლ წყალში გახსენით 4-5 აბი გლიცინი. მოცემული სასუქით ჩითილები მორწყეთ 2 კვირაში ერთხელ.

სასუქი აცეტილსალიცილის მჟავით (ასპირინი)

ასპირინით მომზადებული სასუქი თვეში ერთხელ გამოიყენეთ პამიდვრის მოდუნებული და მოწყენილი ჩითილების მოსარწყავად. ჯანმრთელ ჩითილს მოცემული სასუქით მორწყვა არ სჭირდება.

აცეტილსალიცილის მჟავა იცავს ჩითილებს ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებებისგან.

1 აბი ასპირინი დაფშვენით და გახსენით 1 ლ წყალში.

სასუქი ფოლიუმის მჟავით

ფოლიუმის მჟავა უშუალოდ მონაწილეობს ყველა მეტაბოლურ პროცესში. ფოლიუმის მჟავის წყალობით მცენარის უჯრედები არ განიცდის მუტაციას.

სასუქის მოსამზადებლად 1 ლ წყალში გახსენით 1 მგ ფოლიუმის მჟავა. მოცემული სასუქი გამოიყენეთ თვეში 2-3-ჯერ.

სასუქი სუქცინის მჟავით

სუქცინის მჟავა ზრდისა და ფორმირების სტიმულატორია.

სასუქის მოსამზადებლად 1 ლ წყალში გახსენით 1 აბი სუქცინის მჟავა. რეკომენდებულია სასუქის თევში 2-ჯერ გამოყენება. კიდევ უფრო ეფექტურს გახდით, თუ მოცემულ ნარევს დაამატებთ 1 აბ გლიცინს ან ფოლიუმის მჟავას.

მუმიოს სასუქი

მუმიო შეიცავს დიდი რაოდენობით მაკროელემენტებს, მიკროელემენტებს, ვიტამინებს, ამინომჟავებს. შეიძლება გამოიყენოთ ცალკე ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში და  კიდევ უფრო გააძლიეროთ სასქუქის  ეფექტურობა.

1 ლიტრი წყლისთვის საკმარისია 1 აბი მუმიო.

სასუქი ნიკოტინის მჟავით

ნიკოტინის მჟავა მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. ამ ჯგუფის ვიტამინები კი აუცილებელია ნერგების ზრდისა და განვითარებისთვის. ნიკოტინის მჟავა აუმჯობესებს ნერგების იმუნიტეტს.

სასუქის მოსამზადებლად 1 ლ წყალში გახსენით 1 აბი ნიკოტინის მჟავა.

დანამატი კალციუმის გლუკონატით

პრეპარატში შემავალი კალციუმი ხელს უწყობს ნერგების ძლიერი და ჯანსაღი ფესვთა სისტემის განვითარებას. ჩითილები თვეში ერთხელ მორწყეთ 1 აბი კალციუმის გლუკონატისა და 1 ლ წყლის ნარევით.

სასუქი ასკორუტინით

ასკორუტინი ასკორბინის მჟავისა და რუტინის კომბინაციაა. ასკორბინის მჟავა აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს და ხელს უწყობს ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებას.

გლუკოზის სასუქი

1 ამპულა გლუკოზა გახსენით 1 ლ წყალში და მიიღებთ ჩითილების სამკურნალო კიდევ ერთ ეფექტურ საშუალებას. გლუკოზის სასუქი რეკომენდებულია სუსტი ნერგებისთვის, რომელთა ზრდის პროცესი შენელებულია.

გლუკოზით განაყოფიერების შემდეგ მიწა კარგად უნდა გაშრეს და მხოლოდ ამის შემდეგ მორწყეთ ნერგები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიადაგის ზედაპირზე შეიძლება გაჩნდეს ობი.

გლუკოზის სასუქი გამოიყენეთ თვეში 2-ჯერ.

სასუქი B ჯგუფის ვიტამინებით

ჯანსაღი და ძლიერი ნერგების მისაღებად დაგეხმარებათ B ჯგუფის ვიტამინები.

იმისათვის, რომ ნერგების ფესვთა სისტემამ უკეთ აითვისოს B ჯგუფის ვიტამინები, წყალს უნდა დაემატოს 1 გრ გლიცინი.

სასუქი კომპლექსური ვიტამინებით

კომპლექსური ვიტამინები ხელს შეუწყობს ნერგების ზრდასა და განვითარებას. როგორც წინა კვების შემთხვევაში, ვიტამინების უკეთ ათვისებისთვის საჭიროა ნარევში 1 გრ  გლიცინის დამატება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *