მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა – როგორც დიდუბის მეტროსადგურში მყოფი მოქალაქე “მთავარი არხის” ვებგვერდს უყვება, დაახლოებით 10 წუთია, მოქალაქეებს მეტროში ჩასვლის უფლებას არ აძლევენ.
რა გახდა შეფერხების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მატარებელი ავარიულადაა გაჩერებული ავლაბრის მეტროში.
დეტალების გარკვევას სატრანსპორტო სამსახურში ვცდილობთ.