მაშ ასე, ქალბატონებო, გულახდილად ვისაუბროთ. ვინ რეცხავს თავის ბიუსჰალტერს კვირაში ორჯერ? ექსპერტებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია
იმის შესახებ, თუ რა სიხშირით უნდა გაირეცხოს თქვენი საცვლები. დიახ, არც მე ვაკეთებდი ამას!
ქვედა საცვლების საცალო გაყიდვების კომპანიის, Rigby Peller-ის წარმომადგენლებმა დიდ ბრიტანეთში საცვლების თაობაზე ბევრი საინტერესო ფაქტის შესახებ ისაუბრეს. რატომ უნდა დავუჯეროთ მათ? ალბათ იმიტომ, რომ ისინი თეთრეულის წარმოების ბიზნესით დაკავებული არიან უკვე 75 წელია. ისინი პრაქტიკულად იძინებენ,
იკვებებიან და სუნთქავენ ბიუსჰალტერებით!
Rigby Peller -ის ექსპერტები გვირჩევენ _ ლიფი უნდა გაირეცხოს ყოველი სამი ჩაცმის შემდეგ. როგორ ჟღერს, თითქოს ზედმეტობაა ხომ?
როდესაც მათ ეკითხებიან, რატომ არ შიძლება გარეცხვის გარეშე ბიუსჰალტერის უფრო დიდხანს ჩაცმა, ისინი გვიხსნიან: „გაიწელება!“
მე ვგრძნობ, რომ თქვენ გაწითლდით ახლა. გულახდილად რომ ვთქვა, არ მახსოვს ვინმეს ეთქვას ჩემთვის სწორად როგორ ირეცხება ქვედა საცვლები.
მოდით ბიუსჰალტერის გარეცხვის სიხშირიდან გადავიდეთ კითხვაზე, სწორად როგორ გავრეცხოთ ისინი.
საცვლების რეცხვისთვის მრავალი სპეციალური საშუალება არსებობს.
თუმცაღა მინდა დავამშვიდო ზოგი ქალბატონი, როდესაც ისინი ძვირადღირებულ თეთრეულს რეცხავენ, უბრალოდ იცოდეთ, რომ არ არის საჭირო ფულის ფლანგვა იმისთვის, რომ ბიუსჰალტერი გაირეცხოს.
არსებობს რამოდენიმე მეთოდი იდეალური სისუფთავის მასაღწევად, მაგრამ ყველაზე „ქმედითი“ იმაში მდგომარეობს, რომ ბიუსჰალტერი უნდა გაირეცხოს ცივ წყალში. თუ თქვენ არ გსურთ დიდი ძალები დახარჯოთ, შეგიძლიათ ჩადოთ ბიუსჰლტერი სპეციალურ
სარეცხ ტომსიკაში და გარეცხოთ სარეცხ მანქანაში მინიმალურ ტემპერატურულ რეჟიმზე.
ექსპერტები აცხადებენ: „თქვენ ისეთივე ყურადღება უნდა გამოიჩინოთ თქვენი ბიუსჰალტერის მიმართ, როგორსაც იჩენთ საკუთარი ტანისამოსის მიმართ”.
მე არ ვიცი თქვენ რა აზრის ხართ, მაგრამ ჩემთვის ეს სიტყვები სიმართლეს გავს, განსაკუთრებით იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ საჭირო ზომის ბიუსჰალტერის პოვნა თავისთავად რთული ამოცანაა!