ნეპალში ძლიერ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 148 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის ცნობით, სტიქიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
წყალდიდობების შედეგად ათასობით სახლი დაიტბორა და ადგილობრივების თქმით, სტიქიისგან თავის დასაღწევად “სახურავიდან სახურავზე დახტოდნენ”.
ახლანდელი მონაცემებით, სამაშველო სამუშაოების ფარგლებში დაახლოებით 3 600 ადამიანი გადაარჩინეს. რიგ შემთხვევაში წყალდიდობის გამო მაშველებს საბაგირო ტრანსპორტის გამოყენება მოუწიათ.