დამანგრეველი ქარიშხალი ახლოსაა მზადება უკვე დაწყებულია მძიმე შედეგებისთვის – რა ხდება დედამიწის ამ ნაწილში

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ამ სეზონზე ყველაზე ძლიერი ქარიშხლისთვის ემზადებიან, რადგან კარიბის ზღვის აუზში ჭექა-ქუხილის ძლიერი ზონა იქმნება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ შექმნილმა ვითარებამ ფლორიდის სამხრეთ-აღმოსავლეთით დამანგრეველი ქარიშხალი გამოიწვიოს

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განმარტებით, კარიბის ზღვის აუზში შექმნილი ჭექა-ქუხილის ძლიერი ზონა ფლორიდის შტატთან მიახლოებისას ქარიშხალ “ჰელენად” გარდაიქმნება, რომელიც დამანგრეველ ქარს, ძლიერ წვიმას და შტორმს გამოიწვევს.

ფლორიდის ყურის სანაპირო ზოლი, ენგლვუდიდან ინდურის უღელტეხილამდე ქარიშხლის მოლოდინის რეჟიმშია, მათ შორის ტამპა ბეი და შარლოტა ჰარბორივ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *