ტელეწამყვანი თამარ ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ფაქტიურად, პატრული სახლში შემომივარდა. სამსახურიდან რომ მოვედი, სასწრაფო და პატრული დამხვდა სახლის აივანზე-კიბეებზე (კერძო სახლია) თქვენი მისამართიდან არის გამოძახებაო.
რა თქმა უნდა, ჩვენგან არავის დაურეკავს 112-ში. სასწრაფო მალე წავიდა, პატრული კი დაახლოებით 40 წუთი იდგა ჩემი სახლის წინ და არამარტო პატრული, შავმაისურიანი გაურკვეველი ტიპებიც. გვაშინებენ? არც მე მეშინია და არც ჩემს ქმარს” – წერს თამარ ლეკვეიშვილი.