ინგლისელ გოგონას, რომელმაც თავის ბოიფრენდის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია და მათ შორის ახალგაზრდა კაცს არ დაუტოვა სხეულზე არცერთი საღი ადგილი, 7, 5 წელი პატიმრობა მიესაჯა.
ამ ერთი შეხედვით სუსტი აღნაგობის ნაზი და ფაქიზი გოგონას სახელი ჯორდან უორდია, თუმცა სინამდვილეში ეს 22 წლის ქალი სატანის განსახიერებაა, სასამართლოში დაუმტკიცდა მას, რომ თავის ბოიფრენდს ის სასტიკად აწამებდა, მათ შორის აყენდებდა დანით ჭრილობებს, სხეულზე ასხამდა მდუღარე წყალს, არ აძლევდა დაძინების საშუალებას და ურჩევდა თვითონ ტანსაცმელს, რა უნდა ეტარებინა ბიჭს.
უორდი ბოიფრენდთან ერთად ცხოვრობდა სოფელ სტიუარბიუში(ბედფორდირი, ინგლისი), გოგონამ ახალგაზრდა კაცა აუკრძლა მეგობრებთან ურთიერთობა, ამასთანავე ხელში ჰქონდა ჩაგდებული მისი “ფეისბუქის ” აკაუნტი, სადაც “ბიჭი წერდა” თუ “როგორი ბედნიერი იყო და როგორ გაუმართლა” შეყვარებულში.
გოგონა აშკარა სოციოპათია, მან დაამთავრა პრესტიჟული კოლეჯი, მას იცნობდნენ, როგორც კეთილისინდისიერს და პატიოსან ადამიანს, რომელიც თავისუფალ დროს ქველმოქმედებით იყო დაკავებული და აფრიკელი მოშიმშილე ბავშვებისთვის ფულს აგროვებდა.
წყვილმა 2012 წელს გაიცნეს ერთმანეთი, ანუ როდესაც ჯორდანი 16 წლის იყო, პროკურორის განცხადებით, ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდა გოგონა მთლიანად გაეკონტროლებინა ბიჭი, ჯერ დააძალა, რომ ცალკე გადასულიყვნენ საცხოვრებლად, არა და ახალგაზრდას ჯანმრთელობასთან ჰქონდა პრობლემები, იგი იტანჯებოდა ჰიდროცეფალიით, ჯორდანმა ბიჭი რამდენჯერმე ცემა ბლაგვი საგნით, დანით დასერა, ამასთანავე არ აძლევდა საშუალებას საავადმყოფოში ემკურნალა, კიდევ ერთი დასჯის მეთოდი იყო ის, რომ უკრძალავდა მასთან დაწოლას, რომელიც ზოგჯერ 9 თვე გრძელდებოდა.
ღმერთმა იცის რამდენი ხანი გაგრძელდებოდა ბიჭის წამება, რომ არა ყურადღებიანი და ფხიზელი მეზობლები, ერთხელ, როდესაც ახალგაზრდა კაცის მორიგი განწირული ყვირილი შემოესმათ, სასწრაფოს და პოლიციას გამოუძახეს, საცოდავ ბიჭს ხელები მთლიანად დამწვარი ჰქონდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცოტა ხნის შემდეგ ჯორდან უორდი დააკავეს, თავიდან იგი უარყოფდა დანაშაულს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი აღიარა, ახალგაზრდა ქალს სასამართლომ 7, 5 წელიწადი პატიმრობა მიუსაჯა.