კოსტა სანიკიძე დაჭრეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „პრაიმტაიმს“ მისმა მეგობარმა, სალომე ბარათაშვილმა უთხრა, კოსტა მუცლის არეშია დაჭრილი. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კოსტასთან სახლში მივიდნენ და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
ამ დროისთვის კოსტას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„ამ ეტაპზე ვიმყოფები კლინიკაში. რაც ვიცი არის ის, რომ მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. არის აპარატზე შეერთებული. ორი ლიტრი სისხლი აქვს დაღვრილი.
ინციდენტი მოხდა განმეორებითი მცდელობისას. პირველად შეეშალათ სახლი და ახლა უკვე აღარ. მეც მოლოდინის რეჟიმში ვარ და ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება. 4 ჭრილობა აქვს მუცლის არეში მიყენებული, მადლობა მხარდაჭერისთვის და მოკითხვისთვის“,- ამბობს სალომე ბარათაშვილი.
პირველად კოსტაზე თავდასხმა რამდენიმე კვირის წინ სცადეს, თუმცა მისი სახლი აერიათ. ფაქტზე დაწყებული იყო გამოძიებაც.