მესტიაში, სოფელ ნაკრასში, ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი მოზარდებიდან მესამეს ცხედარიც ნაპოვნია.
სამივე არასრულწლოვანი, 2 მაისს, ავტომობილით, სოფელ ჭუბერიდან სახლში სოფელ ნაკრასში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი, უამინდობის გამო, მოცურდა და მდინარე ნაკრასში გადავარდა.
ძებნა-შველის ოპერაცია 6 დღე გრძელდებოდა.