ცნობილი ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი, ჯინ ჰექმენი და მისი მეუღლე ბეტსი არაკავა საკუთარ სახლში სანტა ფეში, ნიუ მექსიკოში გარდაცვლილები იპოვეს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
„არ გვგონია, რომ გარდაცვალების მიზეზი ძალადობაა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის“, – ციტირებს ტელეარხი სანტა ფეს შერიფის ოფისის წარმომადგენელს.
ადგილობრივი მედია, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ წყვილთან ერთად გარდაცვლილია მათი ძაღლიც.
ჰექმენი 1930 წლის 30 იანვარს კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინოში დაიბადა. 1971 წელს მას გადაეცა ოსკარი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმში „ფრანგი მოკავშირე“. 1992 წელს მას მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კლინტ ისტვუდის ფილმში „უპატიებელი“ კვლავ გადაეცა ოსკარი.
მისი მეუღლე, რომელიც 63 წლის იყო, პროფესიონალი პიანისტი იყო.

Good answer bɑck in return ߋf tһis query ѡith
solid arguments аnd describing еverything օn the topic of that.
Take a looҝ at my web paցe; Math Tuition Teacher Singapore