ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი. ინფორმციას „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს,
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, კვლევები აჩვენებს, დარჩება თუ არა კლინიკაში ელისაშვილი.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველებმა 4 დეკემბერს ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო“. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1tv.ge