კოსტა სანიკიძე, რომელსაც საზოგადოება სატელევიზიო რეალითი შოუდან, “პრაიმ ჰაუსიდან” იცნობს, დაჭრეს.
როგორც მისი მეგობარი, სალომე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სანიკიძეს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მას დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.
როგორც შსს-ში გვითხრეს, ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.