ქართული ფეხბურთის იმედისა და ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ შვილის წარმატებასა და ამჟამინდელ სიტუაციაზე იტალიურ II Mattino-სთან ისაუბრა, სადაც მან გულწრფელი სიხარული ბოლომდე გამოავლინა:
“ხვიჩას წარმატების გამო, ახლა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მამა ვარ. დღეს, ხვიჩა მთელ საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანია, რაზეც ერთი ფაქტი მეტყველებს. წარმოიდგინეთ, ახლა საქართველოში თითქმის ყველა ადამიანმა იცის ნაპოლის სამატჩო განრიგი და ყველა ნეაპოლურ გუნდს გულშემატკივრობს, რისი უპირველესი მიზეზიც ხვიჩაა. საქართველოში დიეგო არმანდო მარადონა ბევრ ადამიანს უყვარდა, ამიტომ მის ყოფილ გუნდში ქართველი ფეხბურთელის ნახვა ყველასთვის დიდი საოცრებაა. ჩვენთვის, ნაპოლის მაისურზე ჩემი შვილის გვარის ნახვა უდიდესი სიამაყის მომტანი იყო. რაც შეეხება ქურდობის ინცინდენტს, ხვიჩამ ის დაივიწყა და ახლა ბოლომდე ფეხბურთზეა ორიენტირებული.” – ბადრი კვარაცხელია.