22 აგვისტოდან მთელი ქვეყნის მდგომარეობა ასეთი იქნება”, – ცაგარელის გაფრთხილება

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ჟურნალ თბილისელებთან უახლოეს ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.

მისი თქმით, 22 აგვისტოდან ადამიანებისა თუ ქვეყნის მდგომარეობა იქნება “დაძაბული”:

“22 აგვისტოდან მუდმივ დაძაბულობაში აღმოჩნდება როგორც ცალკეული ადამიანების პირადი ცხოვრება, ისე უმეტესი ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობა, 28 რიცხვიდან კი შეიძლება, წარმოიქმნას ფინანსებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, რის შედეგადაც მოიმატებს გაკოტრების ალბათობა.

გარდა ამისა, კრიზისული სიტუაციები გახშირდება პირად ურთიერთობებშიც, ეს დრო რთულ გამოცდას მოუწყობს ადრე დაწყებულ ან აწ უკვე განხორციელებულ ერთობლივ პროექტებს, რის შედეგადაც გადარჩება მხოლოდ გულწრფელ, მყარ სანდოობაზე დაფუძნებული კავშირები…“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *