ძლიერმა წვიმა ქალაქ ოზურგეთში სერიოზული პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უცებ მოვარდნილმა ნალექმა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დატბორა.
„ამ ეტაპზე რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება შუქი. ვარკვევთ დეტალებს და ვაკვირდებით ვითარებას“, – განუცხადა “გურინიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო ბახტაძემ.
ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში რამდენიმე ადგილას კოკისპირული წვიმის შედეგად წარმოშობილი ნიაღვრები ხელს უშლის გადაადგილებას.
მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურის ბრიგადები.