მესტიაში და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების თანახმად, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.
- სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა კი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.
ძებნა შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.
- სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, აღნიშნულ განცხადებამდე დაკარგულების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ანა წერედიანმა გაავრცელა:
თავს ვიკავებდით ამ პოსტისგან – ისევ ახლობლების განერვიულება არ გვინდოდა.მაგრამ…მეხუთე დღეა ბიძაშვილს ეძებენ სვანეთის ტყეებში! მეხუთე დღეა უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული ორი ახალგაზრდა. რით ვერ აფრინდა ვერტმფრენი და შესაბამისად აღჭურვილი დრონები აქამდე?! რით ვერ დაიწყო შესაფერისი ძებნა აქამდე?! ხუთი დღეა გასული და რა ვერტმფრენის ასაფრენად საჭირო ბიუროკრატიაზე და საბუთების მზადებაზეა საუბარი. ან რა ნისლია მაინცდამაინც იმ ტყის თავზე ასეთი, როცა მთელი სვანეთი უღრუბლოდაა?
ვურეკავ ბრიგადასთან ერთად საძებრად წასულ ჩემს ძმას და მიდასტურებს, რომ მთის იმ მხარეს, სადაც თვითონაა არანაირი ნისლი არაა! ჩალითაც არ ვართ გადახურულები?!ჩასაფრებულის პოზიციიდან მართლაარ ვწერთ (ან სად გვაქვს ამისი თავი). სამწუხაროდ, უძლურის და შეშინებულის პოზიციიდან ვწერთ და ვთხოვთ ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას დროულ და ადეკვატურ რეაგირებას”, – წერს ანა წერედიანი.