ტრაგედია დატრიალდა ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა, იგი ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, რომ ბიჭი ექიმების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი ირაკლი ირემაძეა.
ტრაგედია ლეონიძის ქუჩაზე მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სახურავის რეაბილიტაციისას მოხდა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ალიგატორი-1” აწარმოებდა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლის ნათესავი იყო სწორედ დაღუპული არასრულწლოვანი.
ადგილობრივების თქმით, ფაქტი დილის 08:00 საათზე მოხდა და სავარაუდოდ, 17 წლის მოზარდს ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა.
“ამბობენ, რომ ფეხი დაუცურდა. დილით სამსახურში მოვედი და დამხვდა ეს საშინელი ამბავი. ვიცით, რომ გადახურვით სამუშაოები მიმდინარეობდა და ამ დროს მოხდა ტრაგედია” – ამბობენ ადგილობრივები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე შრომის ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ. მათი წარმომადგენელი ამბობს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ზომებს ამოწმებენ