უკვე სამი დღეა რაც თურქული მედია ცნობილი თურქი მსახიობის ბურჩუ ბინიჩის შესახებ წერს. ცოტა ხნის წინ, ბურჩუ 7-თვიანი ქორწინების შემდეგ, ქმარს დაშორდა და ეს ამბავი ყვითელი პრესის განხილვის მთავარი თემა იყო.
თუმცა მხოლოდ ეს არ არის – მსახიობმა ამჯერად სულ სხვა ამბით მიიპყრო მედიისა და თაყვანისმცემლების ყურადღება. ჟურნალისტებთან საუბრისას გამოაცხადა, რომ “დნმ-ის ტესტი გაიკეთა და 100%-ით ქართველი და ლაზი აღმოჩნდა.”
ბინიჩი ამბობს, რომ განქორწინების შემდეგ გადაწყვიტა, რომ დნმ-ის ტესტი ჩაეტარებინა და შედეგი მისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.
“ჩემი ფესვები 100 პროცენტით ქართული და ლაზურია… მე 100%-ით ქართველი ვარ,” – ამბობს მედიასთან ბურჩუ.
“ჩემი ფესვები კავკასიიდან მოდის. მეგონა, რომ ჩემი ფესვები რიზედან იყო, მაგრამ როცა დნმ-ის ტესტი გავიკეთე, გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გავიგე საიდან მოდის ჩემი ფესვები”, – განაცხადა მან.