ავტოსაგზაო შემთხვევა შეკვეთილთან მოხდა. “ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში ავარიის ამსახველ კადრებს აქვეყნებს და წერს, რომ შემთხვევის მიზეზი საჭესთან წამიერი ჩაძინება იყო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
“კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა შეკვეთილთან .საბედნიეროდ მძღოლი გადარჩა და არავინ დაშავებულა.ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ საჭესთან წამიერი ჩაძინება იყო!
მეგობრებო, თუ დაღლილობას გრძნობთ მანქანის ტარების დროს, აუცილებლად გააჩერეთ ავტომობილი და დაისვენეთ, რათა მსგავსი შემთხვევა თქვენც არ დაგემართოთ.” – წერს “ჩემი ქალაქი მკლავს”.