სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა გოგოლა კალანდაძის ქალიშვილის, ელენე ზურაბიშვილის და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის ვიდეო.
ვიდეოს კომენტარებში გამომწერები, წერენ, რომ მათი ერთად ყოფნა გაუხარდებათ.
სოციალურ ქსელში გამოწვეულ აჟიოტაჟს „პრაიმტაიმთან“ გოგოლა კალანდაძე ეხმაურება.
მისი თქმით, ელენე და გიორგი მხოლოდ მეგობრები არიან და გავრცელებული ინფორმაცია მათი ერთად ყოფნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ ჭორია.