14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს უვადო პატიმრობა შეეფარდა.სასამართლო პროცესი თელავში დღეს გაიმართა.
აითაჯ შახმაროვა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ. ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.
დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით კიდევ ოთხი ადამიანია დაკავებული – აითაჯ შახმაროვას დედა, ბიძა და მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.