სამტრედიაში საშუალო ასაკის მამაკაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
დანაშაულში ბრალდებულია 30 წლამდე ქალი. ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ოჯახი სამტრედიაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
ამ ეტაპზე, ქალი დაკავებულია.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 11 პრიმა 109-ე მუხლით.