წარმოუდგენელი ფსონია… – ნახეთ, რა თანხა დადო ესპანელმა ქომაგმა საქართველოს გამარჯვებაზე

ევრო 2024-ის 1/8 ფინალში ერთმანეთს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ესპანელმა ქომაგმა ამ მატჩზე წარმოუდგენელი ფსონი განათავსა.

კერძოდ, მისი აზრით, აღნიშნული დაპირისპირება 1:1 მორჩება და საქართველო პენალტების სერიაში გაიმარჯვებს.

საგულისხმოა ისიც, რომ ესპანელმა ქომაგმა თავის პროგნოზზე 1500 ევრო დადო და თუ ეს მართლაც მოხდება, იგი 9700 ევროს მოიგებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება 30 ივნისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *