გიორგი მიქაუტაძემ პორტუგალიას გოლი გაუტანა.
ანგარიში არის 2:0 საქართველოს სასარგებლოდ.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებმა ანგარიში პირველ ტაიმში, მეორე წუთზე გახსნა.
გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის გაიტანა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფში მხოლოდ პორტუგალიის დამარცხების შემთხვევაში გავა.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.