სიტყვები, რომელთა გამოყენებასაც ჩვენს ცხოვრებასა და კარმაზე განსაკუთრებული გავლენა აქვთ – ამ თემაზე ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია საუბრობს.
„ადამიანს როდესაც მოუსმენ, უკვე შეგიძლია დაასკვნა, როგორი ენერგია აქვს. რასაც ძალიან ხშირად ვაწყდები, ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, რომელიც ცხოვრებაზე მოქმედებს, მაგალითად: „მე ეს არ ვიცი“, ან „ეს როგორ?“ თუ რამე ცუდზე ვამბობთ, “როგორ მოუვიდა ამ ადამიანს ეს, ვერაფრით გავიგე“, შეიძლება სწორედ კარმამ ჩვენ გამოგვიგზავნოს ისეთივე სიტუაცია და ამ ფორმით გაგვაგებინოს.
ხშირად არის ხოლმე, როცა ცუდის გაზიარების სურვილი გვაქვს, მაგალითად – „ვიზიარებ შენს ტკივილს“, ამ დროს ჩვენ არ ვუკვირდებით, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში ეს ენერგია და ტკივილი მოგვყვება, ამიტომ შეგვიძლია ეს სიტყვები შევცვალოთ და ვუთხრათ – ვწუხვარ… “,- ამბობს ანზორ ოდიშარია.