ძლიერი სეტყვა ბაღდათის მუნიციპალიტეტში – სოფელ პირველ ობჩაში განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხეხილი. დაზიანდა ვენახებიც.
ასევე ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლუხუტა ადიდდა და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ასევე, დატბორილია რამდენიმე სახლის ეზო. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.