“ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილია”– ამის შესახებ ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.
როგორც მან BMG-ის უთხრა, უახლოეს მომავალში საჯარო გახდება კონცეფცია, თუ როგორი იქნება შენობაში განთავსებული ციფრული განვითარების ცენტრი.
„პარლამენტის ყოფილი შენობის ბედი უკვე გადაწყვეტილია. იქ კეთდება ციფრული ჰაბი, ამაზე მუშაობს GITA, საქართველოს მთავრობის დავალებით და სულ მოკლე ხანში იქნება კონცეფციის ოფიციალური წარდგენა, თუ როგორი იქნება ჩვენი ციფრული განვითარების ცენტრი“, – განაცხადა ხახალეიშვილმა.