დავით ლორთქიფანიძე ყვება, რომ მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს და რაც ყველაზე სასიხარულოა, სიმსივნურმა კერებმა შემცირება დაიწყო.
“სოსომ რამდენიმე ქიმია გაიკეთა, შემდეგ საკონტროლო ანალიზები ჩაუტარდა და თურქი ექიმები კმაყოფილები არიან იმით, რომ მათმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო – სიმსივნის კერები არა მარტო დაკონსერვდა, არამედ შემცირებულიც კია. მკურნალობა წარმატებით მიდის, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოსოს არ გამოუშვებდნენ. საუბარი იყო იმაზე, რომ ნოემბრის ბოლოს გამოეშვათ, მაგრამ ექიმებმა ჩათვალეს, უმჯობესი იქნებოდა, ადგილზე გაეკეთებინათ სამედიცინო მანიპულაციები. სოსო იანვრის ბოლომდე თბილისში ჩაიტარებს ორ მანიპულაციას, შემდეგ პასუხებს გადააგზავნიან სტამბოლის კლინიკაში და იმის მიხედვით გადაწყვეტენ, რა იქნება საჭირო. როგორც ვიცი, საუბარია 2 მიმართულებაზე – შეიძლება გაუგრძელონ ქიმია, ან გადაიყვანონ აბებზე”,- ამბობს დავით ლორთქიფანიძე.