საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი მიქაუტაძე ლიონში დაიბადა და გაიზარდა, ახლა კი, ოცნება აიხდინა და კლუბ „ლიონის“ მოთამაშეც გახდა.
გიორგი მიქაუტაძეს ლიონში Geo Team ესტუმრა, რა დროსაც, გიორგიმ საკუთარი სახლი დაგვათვალიერებინა და თავისი ორი გატაცება — ავტომობილები და სპორტული ფეხსაცმელებიც გვაჩვენა.
როგორც აღმოჩნდა, სპორტსმენს საყვარელი ბოტასებისთვის ცალკე ოთახი აქვს გამოყოფლი.
რაც შეეხება ავტომობილებს, გიორგის თქმით, ახლა ორი მანქანა — ლამბორგინი და აუდი ჰყავს.
„ლაბორგინს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ვიყენებ, მეორე მანქანით კი დავდივარ ვარჯიშებზე და საქმეებზე“, — ამბობს ის.
გიორგის სახლი კი ასე გამოიყურება .
სრული ინტერვიუსთვის გახსენით ვიდეო