ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არაა.